ADS
ADS
ADS
ADS
Search Tags
აქ ინფორმერი ან რაც გინდა
მთავარი » 2010 » ოქტომბერი » 20 » ნაწყვეტი ბოროტი კაცის დღიურიდან!!! ბოლოში მაგარია:D:D ბოლომდე ნახეთ აუცილებლად :D
12:55 PM
ნაწყვეტი ბოროტი კაცის დღიურიდან!!! ბოლოში მაგარია:D:D ბოლომდე ნახეთ აუცილებლად :D
გამარჯობათ, მოდით ცოტა იუმორი შემოვიტანოთ, ზედმეტად სერიოზული თემები რომ არ გვქონდეს მინდა გაჩვენოთ ერთი იუმორისტული მოთხრობა, რომელიც ვიპოვე 1970 წლის "ნიანგის” კრებულში, ალბათ გსმენიათ "ნიანგის” შესახებ.მოკლედ გადაიკითხეთ და ისიამოვნეთ

ნაწყვეტები ბოროტი კაცის დღიურიდან

23.03.68 წ. მზიანი დილა გათენდა. მთელი დღე კარგი ამინდი იყო. ყველას უხაროდა. დაბოღმილი დავდიოდი. საღამოს მეზობლის საყარელ კატას იმდენი ვურტყი, კინაღამ მივასიკვდილე და ცოტა გულზე მომეშვა. ნეტავი ხვალ მაინც იყოს ცუდი ამინდი.



25.03.68 წ. დღესაც შესანიშნავი ამინდი იყო. მართალია ჩრდილო–აღმოსავლეთიდან პატარა ღრუბელი გამოჩნდა და იმედი მომეცა, მაგრამ სამხრეთ–დასავლეთიდან ქარმა დაუბერა და გაფანტა.
ეზოში ბავშვები თამაშობდნენ. გომურთან მეზობლის უზარმაზარი ძაღლი თვლემდა. თოკი შეუმჩნევლად გადავჭერი და მძინარე ძაღლს მეორე სართულიდან მდუღარე გადავასხი. გაავებულმა ნაგაზმა ორი ბავშვი დაკბინა. ბავშვები საავადმყოფოში გააქანეს და უზარმაზარი ნემსები ატაკეს ნაზ სხეულებში. დათუთქულ ნაგაზს მალამო წაუსვეს. რას უშველის!
წყალი დილიდან არ მოდიოდა, როცა ყველამ დაიძინა, ონკანი ღია დავტოვე.



26.03.68 წ. ადრე ავდექი და ონკანს მივაშურე. გამომშრალია. დავიტანჯეთ უწყლობით. რას მიკეთებენ წყალმომარაგების მუშაკები? რომ შემეძლოს ყველას ციხეში ამოვაყოფინებდი თავს.
დღესაც კარგი ამინდია. მეზობლის ნაგაზი ეზოში ნებივრობს, მალამოწასმულ ზურგს მზეს აფიცხებს. ეტყობა აღარ სტკივა. მთელი ღამე წკმუტუნებდა, არ დამაძინა. დარიშხანს ვიშოვი და მოვწამლავ.



27.03.68 წ. დილით ტაშიძეს დავურეკე. რა სახსრებით ააშენეთ–მეთქი აგარაკი. გაგიჟდა კაცი. დამიკიდა ყურმილი. მეორედ დავურეკე, "ვოლგა” მართლა ლატარიაში მოიგეთ–მეთქი? გადაირია. მესამედ დავურეკე. შემაგინა და დამიკიდა. მეოთხედ დავურეკე. შევაგინე და დავუკიდე. გუმბათაშვილს დავურეკე. შენს ცოლს მიხედე–მეთქი. გადაირია კაცი.


საღამოს მეზობელთან(დამსახურებული პედაგოგია) სასწრაფო გამოვიძახე. უკვე მესამედ. კინაღამ ინფარქტი დაემართა. დესპოტი. ბავშვებს სიცოცხლეს უმწარებს, ამბობენ ფიზიკურ სასჯელსაც მიმართავსო. გამოსარკვევია, რა ხრიკებით მიიღო დამსახურებული მასწავლებლის წოდება. მთელი სიცოცხლე თავაუღებლივ ვმუშაობდი, მაგრამ დამსახურებული არ გავმხდარვარ. განათლების სამინისტროში მივწერ, გამოარკვიონ.

28.03.69 წ. მეზობელმა სარეცხი გაფინა. წვიმა არ ჩანს. რას მიკეთებს ამინდის ბიურო. მაგათი უფროსი რომ ვიყო ყველას დავხსნიდი. რადიო ჩავრთე. მეზობელმა გაიღვიძა. მესამე ცვლაში მუშაობს და დღისით სძინავს.
საღამოს მეზობელმა, პერსონალურმა პენსიონერმა(მეც პერსონალური პენსიონერი უნდა ვიყო და ეგეც? სადაა სამართალი?), დღეობა გადაიხადა. რაღა დროს მაგის დღეობაა, ცალი ფეხი სამარეში უდგას. სულ ბებრუცუნები შეგროვდნენ. მე არ დამპატიჟა. რადიოლა მთელ ხმაზე ჩავრთე და მთელი საღამო შოპენის სამგლოვიარო მარშს ვუკრავდი. გადაირიენ სტუმრები, ჩაუშხამდათ პურ–მარილი. მაგას დიდი ხნის სიცოცხლე აღარ უწერია, შემდეგ დღეობამდეც ვერ გააწევს. მაგის ოთახი თუ ჩავიგდე, ვაჟკაცობა იქნება.
ხვალ ფეხბურთია. ნეტავი გაწვიმდეს და ჩაუშხამდეთ.



29.03.68 წ. მეზობლის მდგმურთან საეჭვო პირები შეიკრიბნენ. სამი საათი ოთახიდან არ გამოსულან. ალბათ ყომარს თამაშობდნენ. რას ჰგავს თანამედროვე ახალგაზრდობა? წიგნს ვერ ააღებინებ ხელში. გამიგონია, ფული რომ არა აქვთ, მეზობლებს წააგებენო. რა მეშველება?!
მეზობელი ისევ გალეწილი მთვრალი დაბრუნდა. ცოლს იმდენი ურტყა. კინაღამ მიასიკვდილა. რამდენჯერ გააფრთხილეს მილიციაში, მაინც არ მოიშალა სმა. კუზიანს სამარე გამოასწორებს.
შესანიშნავი ანდაზები გვაქვს ქართველებს.


30.03.68 წ. დილიდან მზე არ გამოჩენილა. შუადღეზე საშინლად იქუხა, გაწვიმდა. როგორც იქნა მოვესწარი. ნამდვილი წარღვნა იყო. ნიაღვარმა წაიღო მეზობლის "ზაპოროჟეცი”. რადიოლა ჩავრთე და "დაე, მუდამ იყოს მზე”–ს ვუკრავდი. ჭერში წყალმა გამოჟონა. ხელი არ შევუშალე და წყალმა თვითონ მონახა თავისი გზა. ქვედა მეზობელი ამომივარდა, შვიდასმანეთიანი რემონტი წყალში ჩამოყარეო. სახურავი მარტო ჩემი არ არის–მეთქი. მაგას ვაჩვენებ სეირს. ხომ გავიგე რამდენი დაუჯდა რემონტი.
გაზეთში წავიკითხე იაპონიას ციკლონმა გადაუქროლა. მსხვერპლიც ყოფილა.
ეგ ციკლონი მომცა ახლა აქ…


1.04.68 წ. დღეს 1 აპრილია. მეზობლის ძაღლს დარიშხანიანი ხორცი მივეცი. პირი არ დააკარა. თაბაშირს ჩავუყრი და კუჭი შეეკვრება. მერე რაღას იზამს?
ვერ ვიტან ცხოველებს.



3.04.68 წ. გუშინ რუსთაველზე გავისეირნე. "ივერია” რომ წამოუჭიმავთ, რას ჰგავს? ძლიერი ქარი თუ ამოვარდა, მერე ვნახოთ. ვინ აშენებდა წინათ ასეთ შენობებს.
დაუშვებელია სტილის აღრევა.
მეტროში ჩავედი. კინაღამ სული შემეხუთა. რას მიძვრებიან მიწის ქვეშ, ზემოთ ადგილი არ ჰყოფნით?
ადამიანის გული ხარბია.



5.03.68 წ. ავტობუსში ერთი კაცი არ მომეწონა. კონდუქტორმა უთხრა წინ გაიარეთო. ყურიც არ ათხოვა. ბებერაზე ქუსლი დავადგი და მთელი ტანით დავაწექი. კინაღამ გული წაუვიდა, გაფითრდა.
ჯორდანო ბრუნომ თქვა, დედამიწა მზის გარშემო ბრუნავსო და კოცონზე დაწვეს. ცოდვაა ჯორდანო. ვინ ეკითხებოდა რა რის ირგვლივ ბრუნავს.
არასდროს არ უნდა ჩაერიო სხვის საქმეში.



15.03.68 წ. მესამე ცვლაში რომ მუშაობდა, იმან ბინა გადაცვალა. ახალი მობინადრე შემოსახლდა, მელოტი.
მაშინვე რადიო ჩავრთე. იმანაც ჩართო. გამოვრთე. არ გამორთო. ოთახიდან გასვლისას კარს ვაჯახუნებ. ისიც აჯახუნებს. რამე უნდა მოვიფიქრო, ანდა ვუჩივლებ.
ღამის პირველ საათზე დამიკაკუნა და სიგარეტი მთხოვა. მივეცი.
მერე სამ საათზე გამაღვიძა. ასანთი მთხოვა. ღამის ოთხ საათზე ტელეფონით დამირეკა. დილამდე ვეღარ დავიძინე.
რამდენი ბოროტი ადამიანია ამ ქვეყანაზე!
ისედაც ცოტა ვართ ქართველები და რატომ არ ვუფრთხილდებით ერთმანეთს?
კატეგორია: ფოტო პრიკოლები | ნანახია: 1361 | დაამატა: wripa | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
იმეილი:
კოდი *:

Control Panel

Search

ADS
ADS
ADS
ADS
Top Sites
მეგობარი საიტების ლინკები

Search keywords
აქ რან გინდა ან ინფორმერი
  Анализ web сайта
ჯგუფი (http://dle-news.ru) -->